რუსეთმა თურქეთისგან ავანსი მიიღო

რუსეთმა თურქეთისგან ავანსის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა მიიღო, რაც უკავშირდება ამ უკანასკნელის მიერ საზენიტო-სარაკეტო კომლექსის С-400 -ის შესყიდვას. ამის შესახებ 29 სექტემბერს განაცხადა რუსეთის პრეზინდეტის თანაშემწემ ვლადიმერ კოჟინმა. “დიახ, მივიღეთ. მიწოდების თარიღს ჯერ ვერ გეტყვით”, – აღნიშნა კოჟინმა.
მისი თქმით, თურქეთს სურს, რომ მიწოდება დაიწყოს 2019 წლამდე, მაგრამ ეს საკითხი ჯერ არ ყოფილა განხილული.
ცოტა ხნით ადრე, თურქეთის სამხედრო წარმოების წარმომადგენელმა ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ С-400 -ის მიწოდება 2 წელიწადში დაიწყება.
28 სექტემბერს ანკარაში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება სირიის პროვინცია იდლიბში დეესკალაციის ზონის შექმნის შესახებ. მათ, აგრეთვე, ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიჯორჯ ჰარისონის სიტარი 62 600 დოლარად გაიყიდა
შემდეგი სტატიათურქეთის არმიის 117 ოფიცერი დააპატიმრეს