23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

რუსეთმა სუმისა და დონეცკის ოლქებში დასახლებულ პუნქტებს დაარტყა

რუსეთმა სუმისა და დონეცკის ოლქებში დასახლებულ პუნქტებს დაარტყა – დაიღუპა 5 და დაშავდა 20 ადამიანი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა სუმის ოლქის 27 დასახლებულ პუნქტს დაარტყეს.

მათივე ცნობით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები, სამრეწველო საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, მაღაზიები, საწყობებისა და ადმინისტრაციული დანიშნულების შენობები, კულტურის დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები, ასევე, სატრანსპორტო საშუალებები.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
შემდეგი სტატიააშშ-მა ირანზე თავდასხმის ახალი ტალღა განახორციელა