რუსეთმა სთხოვა საქართველოს, რომ “ჩატაევი მანდ შეინახე,” ცოტა გაუგებარია – შოთა უტიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი ისნის სპეცოპერაციის შესახებ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში საუბრობს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.

მისი თქმით, სწორედ მნიშვნელოვანია გაირკვეს თავისით შემოვიდა საქართველოში თუ მას შემოსვლის ნება დართეს. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა სდომოდა რუსეთს საქართველოდან ჩატაევის გადაცემა.

„რუსეთმა სთხოვა საქართველოს, რომ “ჩატაევი მანდ შეინახე,” ცოტა გაუგებარია. მაშინ ხომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიელებს უბრალოდ, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გადასცეს რუსეთს და თუ რუსეთის თხოვნით გააკეთეს, ბარამ გადასცემდნენ რუსეთს ხომ?“ – განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ჩატაევი შემოიყვანეს საზღვარზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებულად
შემდეგი სტატიავრცელდება ინფორმაცია იტალიაში აფხაზეთის დიმპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტაციის შესახებ