13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

რუსეთმა სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.

რუსეთის მთავრობას არ განუმარტავს, რატომ მიიჩნია სტენფორდის უნივერსიტეტი “არასასურველად”. ეს სტატუსი შეიძლება შეეხოს უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის რუს სტუდენტებსაც, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ – მათ ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

“არასასურველ ორგანიზაციებს” რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ, ხოლო მათი მასალების გავრცელება ფიზიკური პირებისა თუ მედიის მიერ აკრძალულია.

ამ დრომდე, რუსეთმა “არასასურველ ორგანიზაციებად”, სულ მცირე, 19 დასავლური უნივერსიტეტი გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაში“ამერიკაში მძიმე შრომას ვერ გაუძლო” – მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის ოფიცერი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაირანის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეთანხმება