რუსეთმა სრულად არ შეაჩერა თავდასხმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე, დაგეგმილია სხვა რუსული დანაყოფების გამოყენება შეტევისთვის – უკრაინული დაზვერვა

რუსეთმა სრულად არ შეაჩერა თავდასხმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე. უკრაინული დაზვერვის თანახმად, დაგეგმილია სხვა რუსული დანაყოფების გამოყენება შეტევისთვის.
დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსეთი იქ ეროვნული გვარდიაა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) წარმომადგენლებს გაგზავნის.

„მათ ნამდვილად შეუძლიათ უარი თქვან „აზოვსტალის“ ფართომასშტაბიან თავდასხმაზე. მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ ეროვნული გვარდიის, სხვა სტრუქტურების, მათ შორის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჩართვას, რომლებიც გააგრძელებენ ქარხანაზე თავდასხმას. ჩვენი წინააღმდეგობის გასანადგურებლად“, – აცხადებს ვადიმ სკიბიცკი.

banner
წინა სტატიაშიგულდასაწყვეტია დავით არახამიასგან ისეთი შეფასებების მოსმენა, როგორიც გუშინ გააკეთა – სარჯველაძე
შემდეგი სტატიასამშვიდობო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში, არ ვაღიარებთ სომხეთის მთლიანობას – ალიევი