რუსეთმა სნოუდენს ცხოვრების უფლება გაუგრძელა

რუსეთმა აშშ-ს უშიშროების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს ცხოვრების უფლება სამი წლით 2020 წლამდე გაუგრძელა.
ინფორმაციას ამერიკელის ადვოკატი ანატოლი კუჩერენი ადასტურებს, მისი თქმით, სნოუდენს ყველა იურიდიული საფუძველი აქვს იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს.
ედუარდ სნოუდენმა 2013 წელს ბრიტანულ Guardian-ს და სხვა გამოცემებს აშშ-ს გასაიდუმლოებული მასალები გადასცა, სადაც აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების მიერ საიდუმლო თვალთვალის შესახებ იყო ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ უცხოპლანეტელებსა და ცივ ომზე გასაიდუმლოებული დოკუმენტები გასაჯაროვა
შემდეგი სტატიაობამამ WikiLeaks-ის ინფორმატორს ჩელსი მენინგს სასჯელი შეუმსუბუქა