რუსეთმა სირიისთვის ახალი კონსტიტუცია მომზადა

რუსმა სპეციალისტებმა სირიისთვის კონსტიტუციის პროექტი მოამზადეს – რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა – “ბიბისი” წერს. ლავრენტიევმა თქვა, რომ კონსტიტუციის პროექტი სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას გადაეცა განსახილველად. “მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ეს ვიტვირთეთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვსურს პროცესის დაჩქარება და მას მასტიმულირებელ იმპულსს ვაძლევთ, რაც არავითარ შემთხვევაში კონსტიტუციის მიღების პროცესში ჩარევას არ ნიშნავს” – განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ასტანაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თურქეთ-ირანისა და რუსეთის მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნება სამმხრივი მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესს დააკვირდება.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უკვე დაანონსდა და ის ისევ ასტანაში გაიმართება. აშშ მოლაპარაკებების ჟენევაში გამართვას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის რეგიონში პრობაციონერები დასაქმდნენ
შემდეგი სტატიაისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე 2500 სახლის აშენება გადაწყვიტა