რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მისივე თქმით, კვლავ მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებებს რუსეთისადმი, რომ მან შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მოვუწოდებთ, რომ რუსეთმა გაიყვანოს ყველა სამხედრო ძალა საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ, ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, ნატო 2030-ის სტრატეგიაში რა როლი აქვს საქართველოს, განსაკუთრებით როდესაც რეგიონში შეცვლილია რეალობა, საგულისხმოა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და რუსეთის მზარდ გავლენა, როგორც ფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს, საქართველოს ნატო-სთან უფრო მეტად ინტეგრაციას, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა ნამდვილად ღირებულია.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები. გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები ამ მკაფიო გზავნილს უერთდებიან. ასევე მოვუწოდებ ნატო-ს წევრებს პრაქტიკული დახმარება გაწიონ საქართველოს. გვჯერა, რომ საქართველო კვლავ უნდა იყოს ფოკუსირებული რეფორმებზე, იმ დროს, როდესაც საქართველო კვლავ წინ მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატო-ს წევრები მხარს უჭერენ საქართვლოს ამ გზაზე. ეს ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე. ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ. ამიტომაც ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრის გაგრძელების რეკომენდაციას გასცემს
შემდეგი სტატიაველოდებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას – ირაკლი ღარიბაშვილი