რუსეთმა შესაძლოა, ფართომასშტაბიან მობილიზაციას მიმართოს – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

რუსული ჯარები უკრაინის აღმოსავლეთში ყველა მიმართულებით შეტევის ინტენსივობას ზრდიან, აგრესორების ყველაზე დიდი აქტივობა დონეცკსა და სლობოჟანსკიში შეინიშნება. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტრის მთავარი მიზანი ამ დროისთვის უცვლელი რჩება – უკრაინის თავდაცვის ძალების ალყაში მოქცევა, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება და სახმელეთო დერეფნის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აგრესორი მხარე კიდევ უფრო მეტად ემზადება საომარი მოქმედებების გააქტიურებისთვის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს რუსეთის ტერიტორიაზე სრული მობილიზაციის გამოცხადებას.

„გამოაცხადებს თუ არა რუსეთი სრულ მობილიზაციას, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება საომარ მოქმედებებზე, რომელიც გაგრძელდება აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში. თუ მტერი მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ მიაღწევს თავის გეგმებს, ასეთი სცენარი სავსებით შესაძლებელია, ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიმადლობას გიხდით სამხედრო სამსახურისთვის! ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას! – ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროებს
შემდეგი სტატიარუსეთის საყოველთაო მობილიზაცია ეროვნული სტარტაპია: „გადაიხადე ან მოკვდები“ – პოდოლიაკი