რუსეთმა, შესაძლოა, “განკითხვის დღე” გამოსცადა

12 აგვისტოს 8 აგვისტოს აფეთქებისგან დაზიანებული საზღვაო პლატფორმისკენ მიმავალი გემი, პროექტ 20180-ის “ვარსკვლავის” მაშველ გემს გავს – მონტერეის მიდლბერიის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარმა ენ პელეგრინომ დაწერა საკუთარ “ტვიტერში” – რუსული მედია წერს.
20180 “ვარსკვლავის” გემი ფიგურირებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სლაიდებში, სადაც აღწერილი იყო გემი “განკითხვის დღე” – ოკეანის მრავალმიზნობრივი სისტემა “სტატუს-6”. ამგვარ ზღვის ხომალდს შეუძლია მესამე რანგის გემი АС-39 გადაიტანოს და დაახლოებით 6500 მეტრის სიღრმეში ჩავიდეს.

12 აგვისტოს გემი ამერიკული კომპანია Maxar Technologies თანამგზავრის ფოტოებზე დაფიქსირდა და ის 15 აგვისტოს The New York Times-ის ჟურნალისტმა კრისტოფ კეტლმა საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

8 აგვისტოს ინციდენტი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პოლიგონში მოხდა თეთრ ზღვაში, დასახლებულ პუნქტ ნენოქსთან ახლოს, რომელიც დაახლოებით 30 კმ-შია სევეროდვისნსკიდან. სავარაუდოდ, აფეთქება რაკეტა ჰიპერხმოვანი “ციკლონის” ელემენტების გადახურებამ გამოიწვია, სახელდება სხვა მიზეზებიც.

შემთხვევა მკაცრად გასაიდუმლოებულია და მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 7 ადამიანი დაიღუპა. საუბრობენ იმაზეც, რომ აფეთქებას დიდი რაოდენობით რადიაციული ნივთიერებების გამოყოფა მოყვა, რასაც რუსეთის ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
შემდეგი სტატიაფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მოაწყო