რუსეთმა შესაძლებელია თურქეთში ფრენები მოხსნას

საერთაშორისო საქმეების ფედერაციის კომიტეტის საბჭოს წევრის იგორ მოროზოვის თქმით, თურქეთი იმ ქვეყნების სიაში უნდა შევიდეს, რომელთანაც ავიაკავშირები აქვს რუსეთს შეწყვეტილი – ცნობას რუსული მედია ავრცელებს.
“ეს ავიამიმართულება უნდა შეწყდეს იქამდე, სანამ თურქეთთან ურთიერთობა არ მოწესრიგდება. რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო არ არის ქვეყანა, რომელიც რუსულ თვითმფრინავებს აგდებს” – განაცხადა მოროზოვმა.

24 ნოემბერს სირია-თურქეთის საზღვარზე თურქეთის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ რუსული ავიაგამანადგურებელი იქნა ჩამოგდებული. კატაპულტირებული ორივე პილოტიდან ერთი ხმელეთიდან დაცხრილეს, მეორეს შესახებ კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსმა” შიმშილობა შეწყვიტა
შემდეგი სტატია„ოცნებაში“ პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელს ეძებენ?