რუსეთმა შავ ზღვაზე ფლოტისა და ავიაციის მასშტაბური წვრთნები ჩაატარა

რუსეთმა შავ ზღვაზე წვრთნები ჩაატარა

რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაში “ფლოტში ზამთრის პერიოდში ჩატარებული სწავლებების შემოწმების ფარგლებში” შავიზღვისპირა ფლოტის გემების წვრთნები ჩაატარა, სადაც ავიაციაც იღებდა მონაწილეობა. სულ ჩართული იყო 20 გემი, მოტორიანი ნავები, საჰაერო სამხედრო ძალების ესკადრილია. თითქმის 50 თვითმფრინავი ანექსირებულ ყირიმში იყო გადასხმული.

დღეიდან, 20 აპრილიდან 24 აპრილამდე მოსკოვმა ყირიმისა და შავი ზღვის ნაწილზე გადაფრენები შეზღუდა და “რაიონი საჰაერო ხომალდებისთვის დროებით სახიფათოდ” გამოაცხადა – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

შეგახსენებთ, რუსეთმა განაცხადა, რომ 24 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე შავი ზღვის რუსეთის ტერიტორიალურ წყლებზე მსოფლიო გასასვლელის უფლების შეზღუდვა მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო და სხვა გემები ამ ნაწილში ვერ იმოძრავებენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის რეგულატორმა Johnson&Johnson-ის ვაქცინა ხელახლა დაუშვა
შემდეგი სტატიაჩადის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის დღეს გარდაიცვალა