სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე მუსიენკო გამოეხმაურა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სევასტოპოლიდან შავ ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავის გაყვანის შესახებ.
„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გაიზარდოს სარაკეტო თავდასხმის რისკი. მათ აქვთ თითო ოთხი კალიბრის რაკეტა. ზოგადად, ეს არ ცვლის სიტუაციას. ჩვენ უკვე გამოვიარეთ სარაკეტო თავდასხმები“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, რაკეტების მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება შავ ზღვაში იყოს რუსეთის ფედერაციის გემებსა და წყალქვეშა ნავებზე, არის 40-დან 50-მდე.
გარდა ამისა, მუსიენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ბოლო განცხადებაზე ომის ახალი ეტაპის შესახებ, რომ ფრონტზე მომავალი კვირები რთული იქნება.
„ახლა ომი იმ ეტაპზეა, როცა მტერი უნდა შეაჩერო, სერიოზული ზარალი მიაყენო და კონტრშეტევაზე წასასვლელად შესაბამისი ფონი შექმნა“, – აღნიშნა ექსპერტმა.