17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

რუსეთმა შავ ზღვაში ორ სამოქალაქო სატვირთო გემს დაარტყა

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა Telegram-არხზე დაწერა, რომ რუსეთმა შავ ზღვაში ორ სამოქალაქო სატვირთო გემს დაარტყა, რომლის შედეგადაც დაიღუპა კაპიტანი, დაშავებულია ეკიპაჟის სამი წევრი.

მისი თქმით, ორივე გემი უკრაინის საზღვაო დერეფანში მოძრაობდა, როდესაც მათზე დარტყმა განხორციელდა. ერთი მათგანი ტანზანიის, ხოლო მეორე ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა. გამოცემა Suspilne-ს ინფორმაციით, დაღუპული კაპიტანი ტანზანიის დროშის ქვეშ მყოფ გემზე იმყოფებოდა.

თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი დაშავდა. კიპერმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი გემიდან ნაპირზე 11 მეზღვაურის ევაკუაცია განხორციელდა.

„მტერი აგრძელებს მიზანმიმართულ დარტყმებს სამოქალაქო გემებზე შავი ზღვის აკვატორიაში. თითოეული ასეთი დარტყმა არის ომის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ნაოსნობისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების წინააღმდეგ“,- დაწერა მან.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა განხორციელდა დიდი ოდესის პორტის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ნაოსნობაზე რუსული დარტყმების მეხუთე დღეს. უწყების განცხადებით, თავდასხმების ამ ტალღის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე ცხრა ადამიანი გახდა მსხვერპლი

„ეს დარტყმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ნაოსნობის უსაფრთხოებას, საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“,- აცხადებენ უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციის დეზორიენტაციას
შემდეგი სტატიათელავში, სტიქიის ზონის ეპიცენტრში, ვარდოშვილის ქუჩაზე შენობების დემონტაჟი იგეგმება