რუსეთმა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის სანაცვლოდ პირობა დაასახელა

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ თანახმაა, სასამართლოში ნადეჟდა სავჩენკოს კიევისთვის გადაცემის დოკუმენტები გაუგზავნოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული მხარე განაჩენის აღსრულებას უზრუნველყოფს.

“იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს გარანტიებს მსჯავრდებულის მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების შესახებ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური სასამართლოს მიმართავს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ადვოკატმა განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკომ უკრაინისთვის მისი გადაცემისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი შეავსო. დოკუმენტებში სავჩენკომ დანაშაულის აღიარებაზე უარი განაცხადა, თუმცა თანხმობა თქვა, გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა 30 ათასი რუბლის ოდენობით.

ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ კვლავ მშრალ შიმშილობას დაიწყებს, თუ უკრაინისთვის მისი გადაცემის პროცესი გაჭიანურდება.

აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სავჩენკოს გაცვლის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია. სავჩენკოს გაცვლა სავარაუდოდ უკრაინაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეებზე ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვზე იგეგმებოდა, რომლებსაც კიევი რუსეთის სპეცრაზმის მებრძოლებად მიიჩენვს. ისინი კიევის სასამართლომ ტერორიზმში ცნო დამნაშავედ და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ თურქეთისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა
შემდეგი სტატიაბობოყვათში ყოფილი სკოლის შენობიდან სოციალურად დაუცველები გამოასახლეს