სუმში რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არტემ კობზარმა.
რუსეთმა იერიშის დროს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, სუმზე იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.