რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.
როგორც რუსული მედია იუწყება, ტესტირება პლესეცკის კოსმოდრომზე მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ტესტირება წარმატებული იყო და “ყველა ამოცანა ზუსტად შესრულდა”.
არსებული ინფორმაციით, სასწავლო ქობინებმა, სავარაუდოდ, კამჩატკაზე მდებარე „კურას“ საგამოცდო პოლიგონის განსაზღვრულ ზონას მიაღწიეს.
















