რუსეთმა რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლაზე პასუხის გაცემის პირობა დადო

მოსკოვი უფლებას იტოვებს საპასუხო რეაქცია ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუკი აშშ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გავა – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა – რუსული “ლენტა” წერს. უწყებაში, ასევე, აღნიშნეს, რომ ვაშინგტონის მოქმედებები გაოცებას იწვევს. გარდა ამისა, რუსული მხარის განცხადებით, შეერთებულ შტატებს რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის შესახებ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ერთადერთი მტკიცებულება “ტვიტერში” გამოქვეყნებული პუბლიკაციაა – თვლის რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზაობას გამოთქვამს აშშ-სთან შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით დიალოგი გამართოს.
2 თებერვალს ექსვთვიანი ვადა დაიწყება, რომლის მერეც აშშ შეწყვეტს შეთანხმების წევრი იყოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა – 1 თებერვალს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე თქვა.

ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 1987 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის გაფორმდა.

banner
წინა სტატიაშიინდონეზიაში ჩახუტების შემდეგ შეყვარებულებს გაროზგვა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიათურქეთში აშშ-ს საკონსულოს თანამშრომელს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი