რუსეთმა ქვეყნიდან უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გააძევა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ თვეში უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე პასუხს წარმოადგენს.
უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთი ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.
ცნობისთვის, უნგრეთმა 8 სექტემბერს ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატებისთვის მიუღებელია.








