რუსეთმა ქიმიური იარაღის კონტროლს ვეტო დაადო

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთმა, ვეტო დაადო სირიაში, ქიმიური იარაღების გამოყენების მაკონტროლებელი გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ კანონ-პროექტს.
კანონ-პროექტთან დაკავშირებით, კენჭისყრის შემდეგ, განცხადება გაავრცელა გაეროს უშიშროების საბჭოს თავჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა ფრანსუა დელარტემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კენჭისყრაზე 2-ი ხმის წინააღმდეგ პროექტს მხარი დაუჭირა 11-მა, ორმა კი ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. კანონ-პროექტს, რუსეთთან ერთად, მხარი არ დაუჭირა დროებითმა წევრმა ბოლივიამაც. ჩინეთმა და ყაზახეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ და აღნიშნა, რომ მისიის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად, სურთ 4 აპრილს იდლიბთან დაკავშირებულ ჰან შეიჰის რეგიონის თავდასხმაში, ქიმიური იარაღის გამოყენების იდეებთან დაკავშირებით მოხსენების ნახვა. 26 ოქტომბერს მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, მანდატის ხელახლა გაგრძელების განხილვისთვის – კვლამ მზად იქნებიან.

გაეროს უშიშროების საბჭოში კანონ-პროექტის მიღებისთვის 15 წევრიდან, სულ ცოტა, ცხრამ უნდა მისცეს ხმა და ვეტოს უფლება არ უნდა გამოიყენონ მუდმივმა წევრებმა, აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა და ინგლისმა.

banner
წინა სტატიაშიქურთისტანი ერაყთან დათმობაზე მიდის
შემდეგი სტატიაკიდევ ერთი აფხაზი, რომელიც ვლადიმერ ეტუშის საქმეში ფიგურირებს