რუსეთმა “ქართული ლეგიონის” 70-ზე მეტი წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის “ქართული ლეგიონის” 70-ზე მეტი წევრი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია Tass ავრცელებს.

მათ შორის არის “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი.

“ამჟამად ლეგიონის 70-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაუსწრებლად არის გასამართლებული.

დადგენილია, რომ მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა ქართული ლეგიონი და წევრები საქართველოდან აიყვანა, რათა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა”, – ციტირებს სამთავრობო მედია TASS-ს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი: კობახიძის ფილოსოფიით, ქართველი პატრიოტები ქაჯები, ის და მისნაირი მონები კი კარგი ტიპები არიან!
შემდეგი სტატიაკელი დეგნანას რობინ დანიგანი შეცვლის