რუსეთმა პოლონეთს უფლება მისცა კაჩინსკის თვითმფრინავის ნაწილები დაათვალიერონ

რუსეთმა პოლონელი გამომძიებლების მოთხოვნა დააკმაყოფილა, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის გადარჩენილი ნაწილების დათვალიერების უფლების მიღების შესახებ, რომელმაც 2010 წელს სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა.
პოლონეთში ინციდენტის გამოძიება 2016 წელს ხელახლა დაიწყო. კომისია თვლის, რომ 2011 წლის მოხსენებაში არასწორად არის კატასტროფის მიზეზები მითითებული. კომისიას თვითმფრინავის ბორტზე განვითარებული მოვლენების საკუთარი ვერსია აქვს.
რუსული მხარე პოლონეთისთვის თვითმფრინავის ფრაგმენტების გადაცემაზე უარს ამბობს იმ მიზეზით, რომ რუსულ მხარეს გამოძიება ჯერ არ დაუმთავრებია.

2011 წელს საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა მომხდარის მიზეზად Ту-154-ის ეკიპაჟის გადაწყვეტილება დაასახელა, რომლის შედეგადაც თვითმფრინავი ისე დაბლა დაეშვა, რომ ხეებს გამოედო. 2017 წელს კომისიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის აფეთქება მანამდე მოხდა, სანამ ის ხეებს დაეცემოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ დაეტანხმა პოლონურ კომისიას, რადგანაც მათ თვითმფრინავის ნაწილები არ შეუსწავლია – “ბიბისი” წერს.

2010 წელს სმოლენკში მომხდარ კატასტროფას პოლონეთის მთავრობის 95 წევრი შეეწირა.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი საქართველოშია
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი უკვე საქართველოშია