რუსეთმა პასუხი უნდა აგოს – აშშ-ის ელჩი კიევში ოდესის პორტზე თავდასხმაზე

კიევში ამერიკის ელჩი, ამბობს, რომ მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს შაბათს, ოდესის პორტზე თავდასხმის გამო. მან მომხდარს აღმაშფოთებელი უწოდა.

“აღმაშფოთებელი. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას თავსესხმის სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში.

კრემლი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი”, – წერს ელჩი.

Outrageous. Russia strikes the port city of Odesa less than 24 hours after signing an agreement to allow shipments of agricultural exports. The Kremlin continues to weaponize food. Russia must be held to account.

— Ambassador Bridget A. Brink (@USAmbKyiv) July 23, 2022
შაბათს დილით რუსეთმა ოდესა დაბომბა. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა. ექსპორტზე შეთანხმებიდან 24 საათიც არ იყო გასული.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაერო-ს და თურქეთს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დაბომბეს
შემდეგი სტატიაგოგაშვილი: ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება