უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 21 ივნისამდე პერიოდს.
უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 540 ოკუპანტი, განადგურებულია 9 ტანკი, 32 საარტილერიო სისტემა.
გენშტაბის მიხედვით, რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები ამ დროისთვის ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 222 000;
ტანკი – 4 006;
ჯავშანტექნიკა – 7 771;
საარტილერიო სისტემა – 3 920;
სარაკეტო სისტემა – 615;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 375;
თვითმფრინავები – 314;
ვერტმფრენი – 306;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 428;
საკრუიზო რაკეტები – 1 214;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 667;
გემი/ნავი/კატარღა – 18;
სპეციალური აღჭურვილობა – 539.