რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 275 850 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 24 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 390 სამხედრო, 7 ტანკი და 2 ჯავშანტექნიკა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 275 850;
ტანკი – 4 662;
ჯავშანტექნიკა – 8 914;
საარტილერიო სისტემა – 6 233;
სარაკეტო სისტემა – 789;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 531;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 888;
საკრუიზო რაკეტები – 1 518;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 734;
გემი/ნავი/კატარღა – 20;
წყალქვეშა ნავი – 1;
​სპეციალური აღჭურვილობა – 914.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხთან 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია“კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო“ – თეა გოდოლაძე მიწისძვრაზე