რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 245 220 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 245 220;
​ტანკი – 4 191;
ჯავშანტექნიკა – 8 167;
საარტილერიო სისტემა – 4 786;
სარაკეტო სისტემა – 698;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 458;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 311;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 007;
საკრუიზო რაკეტები – 1 347;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 247;
გემი/ნავი/კატარღა – 18;
​სპეციალური აღჭურვილობა – 710.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაუკრაინული ჯარები ბახმუტთან წინსვლას აგრძელებენ – ISW