რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 236 040 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 13 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიდევ 510 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 2 რუსული ტანკი და 23 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 236 040;
​ტანკი – 4 092;
ჯავშანტექნიკა – 7 999;
საარტილერიო სისტემა – 4 425;
სარაკეტო სისტემა – 678;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 421;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 310;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 752;
საკრუიზო რაკეტები – 1 271;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 995;
გემი/ნავი/კატარღა – 18;
​სპეციალური აღჭურვილობა – 652.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაღამით რუსების მიერ გაშვებული 20-ვე “შაჰიდი”, ასევე, 2 კალიბრის რაკეტა გავანადგურეთ – უკრაინის საჰაერო თავდაცვა