21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

რუსეთმა ოდესის პორტში სამოქალაქო გემს დაარტყა- არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქის ერთ-ერთ პორტში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო სატვირთო გემზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, სამი დაიჭრა, ხოლო 13 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ მომხდარი სამოქალაქო ნაოსნობასა და მშვიდობიან სავაჭრო ფლოტზე მორიგ მიზანმიმართულ ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დარტყმის სამიზნე მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემი იყო, რომელსაც, მოსკოვის მტკიცებით, უკრაინაში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევამ ვარკეთილში გაზსადენი დააზიანა
შემდეგი სტატიაჰეგსეტი: აშშ ევროპიდან ჯარების ნაწილის გაყვანას და ლათინურ ამერიკაში გადაყვანას გეგმავს