18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

რუსეთმა ოდესის ოლქი დაბომბა – დაზიანდა პორტი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით,  დაზიანდა პორტი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდა ერთი ადამიანი.

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, პორტის ტერიტორიაზე განადგურდა ტექნიკური აღჭურვილობა, ზეთის რეზერვუარები და სატვირთო ტრანსპორტი. გაჩნდა ხანძრებიც, რომლებიც მაშველებმა უკვე ჩააქრეს.

დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსიც — მრავალსართულიან შენობაში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ასევე დაფიქსირდა სამრეწველო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლექსეი კულებას განცხადებით, დარტყმის შედეგად დაზიანდა ლოგისტიკური ობიექტები, საწყობები და ადმინისტრაციული შენობები.

თავდასხმის დროს პორტში დაზიანდა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი, თუმცა ეკიპაჟის წევრებს შორის დაშავებულები არ არიან.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებიდან მაქსიმუმ 1 წელში გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან