რუსეთმა ნორვეგია დასაჯა

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

kremlმოსკოვი შეგნებულად ქმნის ისეთ პირობებს, რომ მიგრანტების ნაკადი ახლო აღმოსავლეტიდან და აფრიკიდან, რუსეთიდან ნორვეგიაში ტრანზიტით გადმოვიდეს – ასეთი ბრალდებები გამოჩნდა ნორვეგიულ მასსმედიაში.
ნორვეგიის ინტერნეტ-გამოცემის Independent Barents Observer მთავარმა რედაქტორმა თომას ნილსენმა თავის სტატიაში დაწერა, რომ ეს არის „რუსეთის პროვიკაცია და მომზადებულია უმაღლეს დონეზე მოსკოვში“.
მისი აზრით, ეს არის „კუნთების თამაში“ რუსეთის მხრიდან, რაც გულისხმობს ოსლოს „დასჯას“ იმის გამო, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ნორვეგია შეურთდა ამერიკისა და ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღდეგ.
ნორვეგიულ მასსმედიას მოჰყავს მაგალითი, რომ თუ 2014 წელს რუსეთიდან ნორვეგიაში შემოვიდა 10 მიგრანტი, მიმდინარე წელს მათმა რუცხვმა 4 ათასს გადაჭარბა.
როგორც მასსმედია იტყობინება, ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთს მოსთხოვა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არის რომ ფინეთში, რომელიც არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რუსეთიდან არ ჩასულა არც ერთი მიგრანტი, მაშინ როცა ნორვეგიაში მათი ნაკადი სულ უფრო იზრდება, მაგრამ რუსული მხრიდან პასუხი არ მიუღიათ.
როგორც ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, გასულ კვირას რუსეთის საელჩომ ნორვეგიაში განაცხად, რომ „უცხოელებს უფლება აქვს თავად აირჩონ საზღვრის გადაკვეთის ადგილი და ქვეყანა, სადაც მიდიან“.
საელჩოს Facebook-გვერდზე აღნიშნულია, რომ მიგრანტები ირჩევენ ნორვეგიას როგორც „ქვეყანას, სადაც ლტოლვილების მიმართ არის ლებერალური პოლიტიკა, კარგი საცხოვრებელი პირობები და სოციალური პრივილეგიები“.
მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკოსის მოთხოვნისა, ნორვეგიის ხელისუფლება უარს ამბობს, რომ დაკეტოს მიგრანტებისთვის საზღვრები. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის აზრით, ევროპაში მოსახვედრად, მიგრანტებს ყველაზე უსაფრთხოდ ეს მარშრუტი მიაჩნიათ“. მან ასევე გააფრთხილა მიგრანტები, რომ ზამთარში ამავე მარშრუტით ნორვეგიაში გადმოსვლა სახიფათო იქნება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ოლიგარქები მოსაცილებელია ქვეყნის მმართველობიდან
შემდეგი სტატიაამერიკელები ჩაერთვებიან რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამოძებაში