რუსეთმა ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოკლა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან მეორე წლისთავზე ავრცელებენ.
„გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს.
ეს ჩვენი მთავრობების დასკვნაა, რომელიც ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზს ეყრდნობა. ამ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ეპიბატიდინს,” – ნათქვამია განცხადებაში.















