რუსეთმა მოსულის რაიონში საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის საშუალება გააგზავნა

14741603_660020727491451_1198596803_nრუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ ერაყის ქალაქ მოსულში საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის საშუალებები გააგზავნეს, რომლის წყალობითაც რუსი სამხედროები 24 საათის მანძილზე მიადევნებენ თვალყურს მოსულის განთავისუფლების ოპერაციას, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო.
დღესვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერაყის პრემიერ-მინსიტრს ჰაიდარ აბადს ტელეფონით ესაუბრა, მათ მოსულში მიმდინარე ოპეარცია განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ მოსულში, რომლის მოსახლეობა 1,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, გამაგრებული “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაციაში ერაყის არმია და საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიოლანდმა თავის წიგნში ობამას “ისლამური სახელმწიფოს” გაძლიერებაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატია,,ნორმანდიული ოთხეულის,, შეხვედრა დაიწყო… პირველი ფოტოები