რუსეთმა მოპარული უკრაინული მარცვლეულის თურქეთისთვის მიყიდვის სქემა შეიმუშავა

“რუსეთმა მოპარული უკრაინული მარცვლეულის თურქეთისთვის მიყიდვის სქემა შეიმუშავა. პროდუქცია ჯერ რუსეთის ფედერაციის პორტებში იგზავნება, შემდეგ კი ყალბი დოკუმენტებით გაჰყავთ გასაყიდად”,- ეს ინფორმაცია უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა პორტალ Ukrinform-თან ინტერვიუში გაავრცელა.

„აგრესორები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, აწვდიან საგზაო გზით სევასტოპოლში, საიდანაც გემით მიჰყავთ რუსეთის პორტებში, რის შემდეგაც უკვე ყალბი დოკუმენტებით იგზავნება, თითქოს რუსული მარცვლეული იყოს. თუ სევასტოპოლიდან საბუთებით შევიდა ამას არავინ მიიღებდა. რუსი ოკუპანტები აყალბებენ დოკუმენტაციას, თითქოს   მარცვლეული შემოტანილია კრასნოდარიდან ან ნოვოროსიისკიდან, მაშინ თურქეთის ხელისუფლებისთვის ეს არანაირი დარღვევა არ არის. ეს ქმნის სახიფათო პრეცედენტს და ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთის ფედერაციის ასეთი ქმედებები”, – განაცხადა ბოდნარმა. .

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაოპოზიცია ცდილობს, თავისი უსუსურობა და ანტიეროვნული ნაბიჯები სხვას მიაწეროს – ტალიაშვილი