რუსეთმა მელიტოპოლსა და ხერსონში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლისა და ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 ივნისის მდგომარეობით ზაპოროჟიეს ოლქში 70 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა განაცხადი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად.

რუსული პასპორტების დარიგების ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

„პასპორტების უკანონო გაცემა არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა,“- განაცხადეს საგარეო უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრთან ნაყოფიერი და გულწრფელი საუბარი მქონდა – რეზნიკოვი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება მის ხელშია, კრიმინალებს თუ შეიწყალებს, არ უნდა შეწუხდეს ქართველი ერი ამისთვის პასუხს თუ მოსთხოვს – წულუკიანი