21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

რუსეთმა “კვარტალ 95”-ის საწყობი დრონებით დაბომბა

რუსეთმა “კვარტალ 95”-ის საწყობი დრონებით დაბომბა.

“შეტევის შედეგად განადგურდა საწყობი, სადაც ჩვენი სტუდიის რეკვიზიტი ინახებოდა.

მასთან ერთად დავკარგეთ დიდი რაოდენობით დეკორაციები, კოსტიუმები და ნივთები, რომლებიც ოცი წლის განმავლობაში ჩვენი კონცერტების, სატელევიზიო შოუების, ფილმებისა და სერიალების ნაწილი იყო. ზოგისთვის ეს უბრალოდ ნივთებია. ჩვენთვის კი – „კვარტალის“ დიდი ისტორიის ნაწილი. თითოეული დეკორაციის, კოსტიუმისა თუ რეკვიზიტის უკან დგას გუნდის შრომა, გადაღებები, რეპეტიციები და ათობით ისტორია, რომლებიც ჩვენს მაყურებელთან ერთად შევქმენით.

ყველაზე მთავარი – არავინ დაშავებულა. ადგილზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დანაყოფები მუშაობენ. მადლობას ვუხდით მაშველებს ოპერატიულობის, სიმამაცისა და პროფესიონალიზმისთვის.

რუსულ იარაღს შეუძლია გაანადგუროს ქონება, მაგრამ ის ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ახალი ხუმრობების წერას და უკრაინის დამცველების დახმარებას. ყველა დაგეგმილი კონცერტი ჩატარდება – რეკვიზიტით თუ მის გარეშე. 17 ოქტომბერს მაყურებელს ახალი საქველმოქმედო კონცერტის სატელევიზიო გადაღებაზე შევხვდებით. რადგან სიცილი დღეს – ესეც სიცოცხლეა. სიცოცხლე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად გრძელდება”,_  წერს „კვარტალი 95“ სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური ციხეებში არსებულ პირობებზე გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება
შემდეგი სტატიასაბა ბუაძე “ტრამპ თაუერის” პროექტზე – ეს არის ურბანული გენოციდი