რუსეთმა კიევზე იერიში კასეტური ბომბით მიიტანა – კლიჩკო

რუსეთმა კიევზე იერიში კასეტური ბომბებით მიიტანა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს. კლიჩკოს თქმით, იერიში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, თუმცა არავინ დაღუპულა.

როგორც კიევის მერი აღნიშნავს, თავდასხმის ადგილას მაშველებმა კასეტური ბომბის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

„შეუძლებელია, ამას, გენოციდის გარდა, სხვა რამ უწოდო. რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლან, ისინი ასეთ საბრძოლო მასალას მშვიდობიან ქალაქზე თავდასხმისთვის იყენებენ“, – ამბობს კლიჩკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

banner
წინა სტატიაშიკიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე-ერთი ადამიანი დაიღუპა