26.6 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდასხმას წინ უძღოდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადება, რაც გამოწვეული იყო რუსული MiG-31K გამანადგურებლების აფრენით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 20 ივნისის საქმეზეც
შემდეგი სტატია“გახარია „ოცნების“ ერთადერთი თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი” – ნათია მეზვრიშვილი