რუსეთმა კიევს ისევ “შაჰიდებით” შეუტია

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქს კვლავ ირანული წარმოების “შაჰიდის” დრონებით შეუტია. კიევი ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. ეს ამ თვეში კიევზე საჰაერო იერიშის მესამე შემთხვევაა.

“მტერმა დედაქალაქზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. მტერი ორი დღეა ზედიზედ უშვებს კიევისკენ ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს. საჰაერო იერიში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს,” – ამბობს კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათი თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ, მიმდინარეობს ოპერატიული მონაცემების განახლება.

banner
წინა სტატიაშიმიშელი – ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანი და მივცეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას
შემდეგი სტატიალატვიის პრემიერი – მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე, ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ რაც მეტ ზეწოლას ახორციელებს, მით უფრო ძლიერი გახდება ნატო-ს პასუხი