26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

რუსეთმა კიევო-პეჩორის ლავრის მთავარი ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია დაბომბა და დააზიანა

რუსეთმა კიევო-პეჩორის ლავრის მთავარი ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია დაბომბა და დააზიანა.

XI საუკუნის ეს უნიკალური ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და აღმოსავლურ-სლავური ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიძინების საკათედრო ტაძარი უკვე მეორედ იქცა ომის მსხვერპლად. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ის აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა. მოგვიანებით, დამოუკიდებელი უკრაინის პერიოდში ტაძარი აღადგინეს და 2000 წელს ხელახლა აკურთხეს.

ოკუპანტი ქვეყნის იერიშის სამიზნე ამჯერად მსოფლიო კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი გახდა.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: ,,ქართული ოცნება” ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არათუ გადატვირთოს
შემდეგი სტატიაროდის ჩატარდება 2026 წლის ეროვნული გამოცდები? – სრული განრიგი