რუსეთმა კიევის ოლქს დრონებით შეუტია – არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 29 ნოემბრის საღამოს კიევის ოლქს დრონებით შეუტიეს. იერიშებს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ვიშნოროდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

ქალაქში მრავალსართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. სამაშველო სამსახური აგრძელებს მოსახლეობის ევაკუაციას და ხანძრის ლიკვიდაციას. დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

გარდა ამისა, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლი და ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პრემიერ-მინისტრი: “უკრაინა „ბუფერული ზონა“ უნდა გახდეს”
შემდეგი სტატია“ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად ჯამში 70 ათასამდე პალესტინელი დაიღუპა” – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო