რუსეთმა კიდევ ერთი ყოფილი აგენტი მოწამლა ბრიტანეთში

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლულები არიან – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება – ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელმა მარკ პოულმა განაცხადა, ამასთანავე, მას არ დაუკონკრეტებია ნივთიერება.
სამართალდამცველის თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით, რადგანაც 66 წლის სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი “მიზანმიმართული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ”. პოლიციელი, რომელმაც ორი დღის წინ პირველმა აღმოუჩინა მამა-შვილს დახმარება, ასევე, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

გუშინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურა, რომ რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და მისი ქალიშვილი მოწამლული არიან, დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებს. “ახლა თითით არ მივანიშნებ. მთელი მსოფლიოს მთავრობებს ვეუბნები, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაუსჯელი არ დარჩება არც ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მოსპობა” – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინსიტრმა. მისი თქმით, თუკი “ეჭვები დადასტურდება”, ლონდონი იძულებული გახდება სანქციებს და სხვა ზომებს მიმართოს.

ბრიტანეთის პოლიცია და ტერორიზმთან ბრძოლის ქვეგანყოფილება რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს ერთად იძიებენ. შემთხვევა ლონდონიდან ორი საათის სავალზე, პატარა ქალაქ სოლსბერიში მოხდა, სადაც ცხოვრობდა სერგეი სკრიპალი. მოწამვლის შედეგად ორივე, მამაც და შვილის კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

სკრიპალი 2006 წელს ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთში, 2010 წელს კი ის აშშ-ს გაუცვალეს რუს აგენტებში. მისი ნათესავები ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის აგენტობის შესახებ საქმე სპეციალურად შეუკერეს სკრიპალს.

დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფომ ავადმყოფების მიღება შეწყვიტა, ადგილზე, კი, სადაც სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, დეზინფექცია ჩატარდა.
გუშინ გვიან ადგილობრივი პოლიცია იტალიურ რესტორან Zizzi-ს ეწვია, რომელიც იმ ადგილიდან მოშორებითაა, სადაც მამა-შვილი ცუდად გახდა. წინასწარი მონაცემებით, ზუსტად Zizzi-ში იყვნენ სკრიპალი და მისი ქალიშვილი ცუდად გახდომამდე. რესტორანი დროებით დახურეს, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ისევ დართეს მუშაობის ნება.

banner
წინა სტატიაშიბელორუსში საკუთარი შვილების მკვლელი მამა სიკვდილით დასაჯეს
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა