რუსეთმა ხარკოვზე დრონებით მასირებული შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა.
დაჭრილებს შორის ორი ბავშვია – 12 წლის ბიჭი, რომელიც მინის ნამსხვრევებით დაიჭრა, და 11 წლის გოგონა, რომელსაც ძლიერი სტრესი განუვითარდა. დაღუპულებს შორის არიან 61 და 41 წლის ქალები და 55 წლის მამაკაცი.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის, თქმით, ერთ-ერთი დაზარალებული ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსული თავდასხმები კვლავაც მძიმე ზიანს აყენებს საცხოვრებელ კვარტლებს.
















