რუსეთის მიერ ხარკოვზე წინა ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა სასტუმროს შენობა და დაიწვა რამდენიმე მანქანა.
ხარკოვის სამხარეო პოლიციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაჭრილია 11 ადამიანი , ერთი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სასტუმრო კომპლექსში სულ 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ტელეგრამის არხი იუწყება, რომ სასტუმროში იმყოფებოდა თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს 37 წლის ჟურნალისტი.
ხარკოვის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ტიმოშკომ განაცხადა, რომ რუსების სამიზნე სწორედ უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც ომის მიმდინარეობას აშუქებდნენ.