რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მგზავრებით სავსე მატარებელზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, საფრთხის გამო მატარებელი წინასწარ გააჩერეს და მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი მატარებლის სიახლოვეს დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით ოკუპანტებმა იმავე მატარებელზე განმეორებითი დარტყმა განახორციელეს — იმ დროს, როდესაც ადგილზე უკვე მაშველები მუშაობდნენ.
















