რუსეთმა კატარის შუამავლობით უკრაინულ მხარეს ექვსი ბავშვი გადასცა

‘ოჯახური გაერთიანება მოსკოვში, კატარის საელჩოში გაიმართა ქვეყნის ელჩის აჰმედ ბინ ნასერ ბინ ჯასიმ ალ თანის და რუსეთის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მონაწილეობით”- წერს გამოცემა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთში სრულმასშტაბიანი რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ, 19 ათასზე მეტი ბავშვი წაიყვანეს.

ასევე, ამერიკულმა კონფლიქტის ობსერვატორიის ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინიდან რუსეთსა და ყირიმში სულ მცირე 6 ათასი ბავშვი წაიყვანა და მათი „განათლებით“ არის დაკავებული.

2023 წლის მარტში, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი, რომელიც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაშია ეჭვმიტანილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ილია თოფურიას: ფეხბურთელების და გულშემატკივრებისთვის დიდი სტიმულია, რომ მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენს
შემდეგი სტატიაესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს