რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა. თუმცა რისთვის, ტრადიციულად არ კონკრეტდება.
“რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრზე, იულია ტიმოშენკოზე ძებნა გამოცხადდა,” – წერია განცხადებაში.
რუსეთმა ტიმოშენკოზე ძებნა, პირველად, 2004 წელს, “მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის” ბრალდებით, გამოაცხადა. 2005 წელს საქმე, სავარაუდოდ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაიხურა.