რუსეთმა ისრაელის ელჩი გამოიძახა პალმირას ავიადარტყმების გამო

რუსეთში ისრაელის ელჩი გარი კორენი რუსეთის საგარეო უწყებაში სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს -ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ინციდენტი 17 მარტს მოხდა.
გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა დაიმუქრა, რომ გაანადგურებს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემას, თუკი სირიის სამთავრობო ჯარი კიდევ ერთხელ გამოიყენებს მას ებრაელი სამხედროების წინააღმდეგ.
“თუკი კიდევ ერთხელ გამოიყენებენ მას ებრაული თვითმფრინავების წინააღმდეგ, ყველა მათგანი განადგურდება და ამ საკითხში არანაირი კომპრომისი არ იქნება” – განაცხადა ლიბერმანმა. მან განმარტა, რომ სირიიდან ლიბანში იარაღის გადაზიდვა ისრაელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამიტომ, ისრაელი იძულებულია სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთოს.
17 მარტს ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალებს სირიელმა სამხედროებმა საზენიტო რაკეტები ესროლეს. შედეგად, ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა, თუმცა, ებრაელები ამას უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს