რუსულმა საკონსტრუქტორო ბიურომ „სტრატიმმა“ ირანული დრონის, Shahed-ის საკუთარი ვერსიის წარმოება დაიწყო. უპილოტო აპარატის სახელწოდებაა „ქორი“ და ის 350 კმ-ზე მოქმედებს. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
რუსი ოკუპანტების დრონების გამოყენებას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების სატყუარას რეჟიმში აპირებენ. ანუ როდესაც უკრაინული ძელები ამ დრონების შეტევის მოგერიებაზე იქნებიან გადართულები, დარტყმა უფრო ზუსტი და ეფექტიანი საშალებებით განხორციელდება.
ამჟამად ამ დრონის პროტოტიპის საცდელი ფრენები მიმდინარეობს. საწარმოს უკვე რამდენჯერმე ეწვია რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე ავრცელებს ინფორმაცია, რომ რუსულმა საწარმომ „რადუგამ“. რომელიც დრონებს და რაკეტებს აწარმოებს, სამრეწველო მოცულობა რვაჯერ გაზარდა.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დროს რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ დრონების წარმოებას უთმობს.