რუსეთმა იარაღის 20% დაკარგა – სამხედრო ექსპერტი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, მტერმა დაკარგა იარაღის დაახლოებით 20%, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა სერგეი ზღურეცმა განაცხადა.

„თუ ჩავთვლით იმ აღჭურვილობას, რომელიც დაგროვდა უკრაინის საზღვრებზე აგრესიამდე, ჩვენ გავანადგურეთ მთლიანი რაოდენობის 20% მაინც“, – განაცხადა ექსპერტმა.

ზღურეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა უკიდურესად მტკივნეული აღმოჩნდა თავად რუსეთისთვის.

„ერთ თვეში ჩამოვაგდეთ უფრო მეტი თვითმფრინავი და გავანადგურეთ სხვა აღჭურვილობა, ვიდრე რუსეთმა დაკარგა ჩეჩნეთის ორ ომში და სირიის ომში. კიდევ უფრო მეტი თვითმფრინავები, ვიდრე სსრკ-მ დაკარგა ავღანეთში“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ზღურეცმა, ასევე, აღნიშნა, რომ იარაღის არსებობა არ იძლევა მათი ეფექტური გამოყენების გარანტიას.

„არა მხოლოდ იარაღის რაოდენობა განსაზღვრავს არმიის პოტენციალს, არამედ გამოყენების ტაქტიკა და პერსონალის უნარი ეფექტურად გამოიყენოს ესა თუ ის მოდელი. თუ გაქვთ ბევრი იარაღი, მაგრამ საწვავი არ გაქვთ, მაშინ ნამდვილად გაქვთ სისტემური პრობლემები მის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ექსპერტმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მეორდება ის სტილი, რაც საქართველოში გვინახავს – მარგველაშვილი რუსულ აგრესიაზე
შემდეგი სტატიადღეს მსოფლიოში უკრაინა სადიზმთან, ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო გახდა – მელია