რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის პრემიერსა და მინისტრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა იაპონიის 63 მოქალაქეს, მათ შორის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას ქვეყანაში შესვლა “განუსაზღვრელი ვადით” აუკრძალა.

რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალათ პრემიერის კაბინეტის წევრებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ასევე პარლამენტის წევრებსა და სამხედროებს.

“ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ წამოიწყო უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია, დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიუღებელი რიტორიკა, მათ შორის ცილისწამება და პირდაპირი მუქარა”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც RIA ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ
შემდეგი სტატიააზოვსტალში უკრაინელ სამხედროებთან კავშირი დაიკარგა – მარიუპოლის მერი